გზა საერთაშორისო აკრედიტაციისკენ

ჯანდაცვის ასოციაციის ორგანიზებით, 21 თებერვალს ასოციაციის წევრი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ჩატარდება კონფერენცია, რომლის მიზანია კლინიკებმა მიიღონ ინფორმაცია სამი მსხვილი საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანოს მუშაობის შესახებ და გაეცნონ, თუ რა გზაა გასავლელი აკრედიტაციის მისაღებად.

კონფერენციაზე მოწვეული სპიკერები იქნებიან:


⚪️ კატერინა ტარასოვა, კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის აღმასრულებელი

დირექტორი;

⚪️ იულია შჩერბინა, ბაზრის განვითარების ლიდერი, კანადის საერთაშორისო

აკრედიტაცია;

⚪️ კლაუდია მიკა - TEMOS-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;

⚪️ კრესო პალისკა - აღმასრულებელი დირექტორი - AACI;

⚪️ ომერ პესინჩი, თურქეთისა და შავი ზღვის აღმასრულებელი დირექტორი - AACI.


მოგეხსენებათ ​​2025 წლის 1 იანვრიდან, სტაციონარულ და ამბულატორიულ/დღის სტაციონარს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად

ევალება მიიღოს საერთაშორისო აკრედიტაცია.


თუ ჯერ არ ხართ ჯანდაცვის ასოციაციის წევრი, #შემოგვიერთდით და გაიარეთ რეგისტრაცია

კონფერენციაზე დასასწრებად:


🖇 https://www.healthcareassociation.ge/ka/membership

+995 577 900 515

healthcareassociationgeo@gmail.com

Previous
Previous

ჯანდაცვის ასოციაციის დამფუძნებელი წევრების შეხვედრა საქართველოს პარლამენტში

Next
Next

ახალი რუბრიკა - ინოვაციური დაიჯესტი