ჯანდაცვის ასოციაციის დამფუძნებელი წევრების შეხვედრა საქართველოს პარლამენტში

15 თებერვალს, ჯანდაცვის ასოციაციის დამფუძნებელი წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯომარე ბ-ნ ზაზა ლომინაძესთან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ქ-ნ ეკატერინე ადამია -პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ბ-ნ თენგის გენძეხაძე - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დრჯ სისტემის გამოწვევები და მისი დახვეწის შესაძლებლობების განხილვა. ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენლებმა, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს ის მნიშვნელოვანი საკითხები და მათი მოგვარების გზები, რომელიც დრჯ სისტემის სწორად ფუნქციონირებისთვის გადაუდებლად მნიშვნელოვანია.

Previous
Previous

გზა საერთაშორისო აკრედიტაციისკენ

Next
Next

გზა საერთაშორისო აკრედიტაციისკენ