შეხვედრა ქირურგიის და რეანიმაციის ახალი სტანდარტების შესახებ
4 მაისს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა ჯანდაცვის ასოციაციის წევრი კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრა ქირურგიის და რეანიმაციის ახალი სტანდარტების შესახებ.
ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ირინა ჯავახაძე; მარინა ბაიდაური - რეგულირების სამმართველოს ხელმძღვანელი და მზია ჯოხაძე - რეგულირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.
რეანიმაციის და ქირურგიის სტანდარტები ძალაში შედის 2023 წლის 1 სექტემბრიდან. კლინიკების მხრიდან ძირითადი მოთხოვნა ეხებოდა სტანდარტების ძალაში შესვლის გადავადებას, რათა სამედიცინო დაწესებულებებმა შეძლონ ახალ სტანდარტებზე გადაწყობა და კლინიკების შესაბამისად აღჭურვა.