შეხვედრა - რატომ Temos International?
11 მაისს საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაცია Temos international-ის მიერ ასოციაციის წევრ სამედიცინო დაწესებულებებთან საგანმანათლებლო შეხვედრა ჩატარდება თემაზე - რატომ Temos International.
მოგეხსენებათ, 2025 წლის 1 იანვრიდან, სტაციონარულ და ამბულატორიულ/დღის სტაციონარს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ევალება, მნიშვნელოვანია აკრედიტაციის მიღების შესახებ სამედიცინო დაწესებულებებს სრული ინფორმაცია ჰქონდეთ და სააკრედიტაციო ორგანიზაციის შერჩევა უკვე დაიწყონ.