შეხვედრა IT სპეციალისტებთან

26 აპრილს,  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანდაცვის ასოციაციის წევრი სამედიცინო დაწესებულებების IT სპეციალისტებთან შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრას ესწრებოდა სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი - გიორგი მურადაშვილი და ივანე გოლიაძე, ანალიტიკის სამსახურის თანამშრომელი. 

დრჯ-ის დანერგვის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულებების გამართული პროგრამული პროცესი, სწორედ ამიტომ, შეხვედრაზე განიხილეს დრჯ სისტემაში პროგრამული საკითხები როგორც სამედიცინო სერვისების, ისე კალკულაციებისა და სისტემაში ცვლილებების განხორციელების მიმართულებით.

სამედიცინო დაწესებულებების IT სპეციალისტებმა დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღეს დეტალური ინფორმაცია სისტემის კოდებისა და ზოგადი ფუნქციონირების შესახებ. 

Previous
Previous

შეხვედრა ქირურგიის და რეანიმაციის ახალი სტანდარტების შესახებ

Next
Next

შეხვედრა სამინისტროში