სამუშაო შეხვედრა სელექტიური კონტრაქტირების შესახებ
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის მომსახურების პროვაიდერი საავადმყოფოების შერჩევას იწყებს. სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრებს შერჩევის კონცეფცია - პრინციპები და კრიტერიუმები გააცნეს. ჯანდაცვის ასოციაცია კონცეფციის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს სამინისტროს უახლოეს დღეებში წარუდგენს.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ჯანდაცვის საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში 2022-2025 წლებისთვის საავადმყოფოების შერჩევის კრიტერიუმები იქნება კლინიკის მრავალპროფილური საქმიანობა და მომსახურების ხარისხი. დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასა და კოვიდის მართვაში ათობით კლინიკაა ჩართული.