სელექტიური კონტრაქტირება

რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის ასოციაციასთან გამართულ შეხვედრაზედევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ “სელექტიური კონტრაქტირების” პროცესის დაწყების შესახებ განაცხადა . ეს ინიციატივა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი საავადმყოფოების შერჩევას გულისხმობს.

ასოციაციის წევრები გაეცნენ სამინისტროს მიერ მომზადებულ სამუშაო დოკუმენტს და 14 დეკემბერს სამინისტროს საკუთარი პოზიცია წერილობით მიაწოდეს.ასოციაციის წევრები მზად არიან, მხარი დაუჭირონ ყველა იმ ინიციატივას, რაც სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, პაციენტის უფლებების დაცვას და საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვას შეუწყობს ხელს.

“სელექტიური კონტრაქტირება” უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომელსაც ასოციაცია მასშტაბურ რეფორმად მოიაზრებს. ეს საკითხი მრავალმხრივ გააზრებას და ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს. ამ რეფორმას წინ უნდა უძღვოდეს გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დადგენილი ტარიფების ინდექსაცია, ტარიფების ფორმულის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, კერძო სადაზღვევო პაკეტების მონაწილეობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და სხვა. ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენლები მზად არიან, აქტიური მონაწილეობა მიიღონ რეფორმის ყველა ეტაპზე.

Previous
Previous

დამოკიდებულების და განწყობების კვლევა

Next
Next

სამუშაო შეხვედრა სელექტიური კონტრაქტირების შესახებ