რა ვიცით კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონი"-ს შესახებ
წყარო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდი. 28 ნოემბერი, 2021. სტატია ქართულ ენაზე ადაპტირებულია ჯანდაცვის ასოციაციის მიერ.
26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) „ვირუსის შეფასების ტექნიკური მრჩეველთა ჯგუფის“ რჩევით, კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ დაასახელა, რაც შემაშფოთებელ ვარიანტად მიიჩნევა.
აღნიშნული ჯგუფის შეფასებით, „ომიკრონი“ რამდენიმე მუტაციას აერთიანებს, რაც ვირუსის ქცევას განაპირობებს. მაგალითად, რამდენად მარტივად ვრცელდება და რა სიმძიმის გართულებებს იწვევს იგი.
ჯანმოს ვებგვერდზე გამოქვენებული სტატია უახლეს ინფორმაციას აერთიანებს.
სამხრეთ აფრიკის და მსოფლიოს მკლევარი მეცნიერები ჯერ კიდევ ახლა აღმოჩენილი მუტირებული შტამის შესწავლის პროცესში არიან და კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი, თუმცა „ომიკრონზე“ დაკვირვების შედეგად ამ ეტაპზე ცნობილია შემდეგი:
გავრცელება
ჯერჯერობით არ არსებობს„ომიკრონის“ გავრცელების შესახებ მკაფიო წარმოდგენა, კერძოდ, თუ რამდენად სწრაფად ხდება მისი გავრცელება, სხვა შტამებთან შედარებით. ამ შტამზე დადებითი ტესტის შედეგები მზარდად ფიქსირდება სამხრეთ აფრიკაში. მიმდინარე ეპიდემიოლოგიური კვლევებით მეცნიერები სხვადასხვა ფაქტორებს აანალიზებენ.
დაავადების სიმძიმე
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად მძიმე ავადობას იწვევს „ომიკრონი“ ინფექციის სხვა შტამებთან შედარებით. პირველადი მონაცემები ცხადყოფს, რომ სამხრეთ აფრიკაში გაზრდილია ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი, თუმცა ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს, ზოგადად, ინფიცირების გავრცელების მაღალ მაჩვენებელთან და ეს, აუცილებლად „ომიკრონი“-ის გავრცელებით არ იყოს განპირობებული. ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია რაიმე ახალ სიმპტომებთან დაკავშირებით, რაც „ომიკრონი“-ს სხვა შტამებისგან განასხვავებს. „ომიკრონი“-ის გამოვლენა, პირველ ეტაპზე, დაფიქსირდა ახალგაზრდა პოპულაციაში- სტუდენტებში. ამ შემთხვევაში დაავადება მსუბუქი ფორმით ხასიათდება. დაავადების სიმძიმეზე დაკვირვებას გარკვეული პერიოდი დასჭირდება- დღეები ან კვირები.
ახალი კორონავირუსის SARS Cov-2 ბუნებრივი ანტისხეულების ეფექტურობა „ომიკრონი“-ის მიმართ
პირველადი მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ კორონავირუსის პირველად დაფიქსირებული ვარიანტის გადატანის შემთხვევაში, „ომიკრონი“-თ ინფიცირების რისკი შესაძლოა იყოს უფრო მაღალი, ვიდრე სხვა შტამით ინფიცირებისა. მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში ან კვირაში გახდება ცნობილი.
ვაქცინების ეფექტურობა
ამჟამად, ჯანმო, ტექნიკურ პარტნიორებთან ერთად იკვლევს ვირუსის არსებული საწინააღმდეგო ზომების ეფექტურობას, მათ შორის ვაქცინის ეფექტურობას. ვაქცინა დაავადების მძიმე ფორმისა და სიკვდილობის თავიდან არიდების კრიტიკულ გამოსავლად მიიჩნევა, არა მხოლოდ კორონავირუსის თავდაპირველი ფორმის, არამედ დელტა ვარიანტის შემთხვევაშიც.
არსებული ტესტირების ეფექტურობა
ფართოდ გავრცელებული PCR ტესტები უზრუნველყოფენ ინფექციის აღმოჩენას, მათ შორის „ომიკრონი“-ს შტამს. მიმდინარეობს კვლევები, რამდენად ეფექტურად ხერხდება ინფექციის აღმოჩენა სწრაფი ანტიგენის ტესტის შემთხვევაში.
არსებული სამკურნალო პრაქტიკის ეფექტურობა
კორტიკოსტეროიდები და ინტერლეიკინის ინჰიბიტორები (IL6 Receptor Blockers) კოვიდ-19 მძიმე ფორმების სამკურნალოდ ეფექტურ საშუალებად ითვლება. „ომიკრონ“-ით ინფიცირების შემთხვევაში მკურნალობის სხვა მეთოდები ეტაპობრივად ფასდება.
მიმდინარე კვლევები
გარდა იმისა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მკვლევარები „ომიკრონი“-ს ქცევას შეისწავლიან, ისინი მოუწოდებენ ქვეყნებს, რომ მოაგროვონ და გააზიარონ ჰოსპიტალიზებული პაციენტების მდგომარეობა ჯანმოს კლინიკური მონაცემების პლატფორმაზე WHO COVID-19 Clinical Data Platform, იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს ინფექციის კლინიკური მახასიათებლების დადგენა, მისი გავლენა და შედეგი პაციენტის ჯანმრთელობაზე.
რეკომენდაციები ქვეყნებისთვის
რადგან „ომიკრონი“ კორონავირუსის შემაშფოთებელ შტამად იქნა მიჩნეული, ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, რომ მათ აწარმოონ თანმიმდევრული დაკვირვება „ომიკრონი“-ით ინციფირების თითოეულ შემთხვევაზე.
რეკომენდაციები მოქალაქეებისთვის
ვირუსისგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტურ საშუალებებად რჩება მინიმუმ 1 მეტრიანი ფიზიკური დისტანციის დაცვა, დამცავი ნიღბის ტარება, დახურული სივრცის განიავება, თავის არიდება ხალხრავალი ადგილებისთვის, ხელის ჰიგიენა და ვაქცინაცია.
ჯანმო გააგრძელებს განახლებული ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის მისი საინფორმაციო პლატფორმების მეშვეობით.
სტატიის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.