სიახლე თანაგადახდის წილთან დაკავშირებით

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურებისთვის პაციენტის თანაგადახდის წილზე, ზედა ზღვარი დაწესდა.

DRG დაფინანსების პირობებში, მაშინ, როცა პაციენტებისთვის მოიხსნა სხვა დამატებითი გადასახადი, გარდა  თანაგადახდის წილისა (0-30%), რიგ შემთხვევებში თანაგადახდა მაინც მძიმე ტვირთად აწვება პაციენტებს, აღნიშნული გადაწყვეტილებით კი, დაწესებულ ზედა ზღვარზე  მეტის გადახდა პაციენტს არ მოუწევს. 

კერძოდ: 

⚪ საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი იქნება -  10% - მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა (მაგალითად, თუ მომსახურების სრული ღირებულების 10 % აღემატება 500 ლარს, პაციენტი იხდის მხოლოდ 500 ლარს, დარჩენილ თანხას კი სრულად აფინანსებს სახელმწიფო.)

⚪ 0-5 წლ. ბავშვები, შშმ ბავშვები, მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და სტუდენტებისთვის -  20% - არაუმეტეს 1000 ლარისა; (მაგალითად, თუ მომსახურების სრული ღირებულების 20 % აღემატება 1000 ლარს, პაციენტი იხდის მხოლოდ 1000 ლარს, დარჩენილ თანხას კი სრულად აფინანსებს სახელმწიფო.)

⚪ საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის - 30% - არაუმეტეს 1500 ლარისა. (მაგალითად, თუ მომსახურების სრული ღირებულების 30 % აღემატება 1500 ლარს, პაციენტი იხდის მხოლოდ 1500 ლარს, დარჩენილ თანხას კი სრულად აფინანსებს სახელმწიფო.)

⚪ ისეთ მომსახურებაზე, რომლის ღირებულება აღემატება დადგენილებით განსაზღვრულ ლიმიტს - 15 000 ლარს, პაციენტის თანაგადახდის წილი კვლავ დარჩება უცვლელი, კერძოდ: სხვაობა ღირებულებასა და ლიმიტს შორის.

Previous
Previous

სამუშაო შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან

Next
Next

ტოპ 3 ინოვაცია ჯანდაცვის სფეროში