სამუშაო შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან

2 აპრილს, ჯანდაცვის სამინისტროში, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა და ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენლებმა, რეფორმის დანერგვის პროცესი განიხილეს და სექტორის საჭიროებებს გაეცნენ.

შეხვედრაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა კრისტინა კაჰურმა აღინიშნა, რომ ცვლილებების გატარებისთვის მნიშვნელოვანია სექტორმა სამინისტროს, მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმაცია მიაწოდოს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოდელის დანერგვის პროცესს უწყება, ექსპერტებთან ერთად დააკვირდება, შესაბამისი გადაწყვეტილებებიც დაგროვებული ინფორმაციის შედეგად იქნება მიღებული.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და ილია ღუდუშაური, სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული სააგენტოების, ჯანდაცვის ასოციაციის და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ესწრებოდნენ.


Previous
Previous

აპრილი - პარკინსონის დაავადების ცნობიერების ამაღლების თვე

Next
Next

სიახლე თანაგადახდის წილთან დაკავშირებით