ტოპ 3 ინოვაცია ჯანდაცვის სფეროში

ჯანდაცვის სფერო არის ინდუსტრია, რომელსაც მუდმივად სჭირდება ინოვაციები. მსოფლიოში მოსახლეობის ზრდასთან და სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური, ბიოლოგიური და ტექნოლოგიური ცვლილებებს გამო, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სამედიცინო დაწესებულებები, კომპანიები  და ხელისუფლების წარმომადგენლები მნიშვნელოვანი რისკის წინაშე დგანან - გაზრდილი ხარჯები, არასტაბილური შედეგები და გაზრდილი მოთხოვნა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია პროცესში ისეთი ინოვაციური მიდგომები ჩაერთოს, რომელიც გაამარტივებს და უფრო ეფექტურს გახდის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას. ინოვაციური ტექნოლოგიების ჩართულობა ავტომატურად აისახება ხარჯების შემცირებაზეც და სასურველი შედეგის უფრო მცირე დროში მიღებაზე. 

არსებული მონაცემებით, დღეს ძირითადი 3 ინოვაცია იკვეთება, რომელიც ამ დრომდე დახვეწის და დამუშავების პროცესშია, თუმცა მათი არსებობა მნიშვნელოვნად დადებით გავლენას მოახდენს ჯანდაცვის სფეროზე. 

● 3D ბეჭდვა;

● Ხელოვნური ინტელექტი  (AI);

● Ვირტუალური რეალობა (VR);

  

3D  ბეჭდვა 

მწარმოებლებს და პროვაიდერებს შეუძლიათ გამოიყენონ 3D ბეჭდვა, რათა შექმნან პერსონალურად მორგებული, დაბალფასიანი სამედიცინო ტექნოლოგიების პროდუქტები, რომლებიც შეიძლება მორგებული იყოს ინდივიდუალურად, პაციენტების ფიზიოლოგიურ საჭიროებებზე. 

3D სამედიცინო ტექნოლოგიების მაგალითებია 3D-პრინტერის გამოყენებით  პროთეზის შექმნა, დამწრობის შედეგად დაზიანებული კანის აღდგენა, ორგანოების შექმნა, იმპლანტების შექმნა (სტომატოლოგიური და ორთოპედიული). ზოგიერთ შემთხვევაში, 3D ბეჭდვა ისეთ გადაწყვეტილებებს აჩენს ჯანდაცვის სფეროში, რომელიც აქამდე უბრალოდ არ არსებობდა; მაგალითად, ტრაქეობრონქომალაციით დაავადებული ჩვილებისთვის სასუნთქი გზების პრობლემის მოგვარება. 

პროთეზირების შემთხვევაში 3D პრინტერი გვთავაზობს უფრო მორგებულ და იაფ ალტერნატივებს, ვიდრე ჯანდაცვის ამჟამინდელი სტანდარტი გულისხმობს. 3D ბეჭდვა ასევე ეხმარება ექიმებს ქირურგიული ოპერაციების დაგეგმვაში - მათ შეუძლიათ შეისწავლონ პაციენტის ორგანოების ზუსტი ასლები ოპერაციამდე.

 

გამოყენების მაგალითი: ამერიკაში ყოველწლიურად კეთდება 200000-მდე ამპუტაცია. პროთეზირების ფასი შეიძლება $5,000-დან $50,000-მდე იყოს, რაც პაციენტებს უქმნის ხელმისაწვდომობის პრობლემებს. ერთ-ერთი კომპანია, Open Bionics, არის ინიციატორი 3D ბეჭდვით ხელებისა და მკლავების პროტეზების განვითარებისთვის. Open Bionics-ის ამპუტირებულ პაციენტებს  სთავაზობს პროთეზებს ბევრად უფრო დაბალ ფასად, ვიდრე ტრადიციული პროთეზირება, მათი ფასი $100-დან $200-მდე მერყეობს.

ხელოვნური ინტელექტი  (AI)

ხელოვნური ინტელექტის დაახმარებით, კომპიუტერების ადამიანურად აზროვნების უნარით, მოსალოდნელია ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნა, რააც გულისხმობს ადამიანების მიერ ამჟამად შესრულებული ამოცანების უფრო დიდი სიჩქარით და სიზუსტით შესრულებასა  და ნაკლები რესურსების გამოყენებას.

ჯანდაცვის სფეროში, ხელოვნური ინტელექტი მოიცავს ისეთი კლინიკური ამოცანების გადაწყვეტას, როგორიცაა პაციენტების დიაგნოსტიკა და ადრეული დაავადების გამოვლენა; ახალი წამლებისა და მოწყობილობების განვითარების დაჩქარება; ასევე, ისეთი ადმინისტრაციული მოვალეობების გამარტივება, როგორიცაა მაგალითად თაღლითობის აღმოფხვრა. Frost and Sullivan-ის პროგნოზით, აშშ-ს საავადმყოფოებისა და სადაზღვევო კომპანიების 90% 2025 წლისთვის AI სისტემებს დანერგავს.

AI-ს აქვს პოტენციალი გააუმჯობესოს სიზუსტე და პაციენტის დიაგნოზტირების თაიმლაინი, რამაც შეიძლება გაზარდოს თერაპიული წარმატების მაჩვენებელი და შეამციროს არასაჭირო სამედიცინო ჩარევები. მოსახლეობის ჯანმრთელობა გაუმჯობესდება ქცევის შაბლონების უკეთ გაგებით, რომლებიც გავლენას ახდენს ქრონიკული დაავადების შედეგებზე.

გამოყენების მაგალითი: Watson Oncology არის AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც ეხმარება ონკოლოგებს ფეხი აუწყონ დარგის მტკიცებულების სწრაფად მზარდ ბაზას. IBM-ისა და Memorial Sloan Kettering-ის თანამშრომლობით, Watson Oncology უზრუნველყოფს ინდივიდუალური მკურნალობის ვარიანტებს პაციენტებისთვის, მათი კონკრეტული შემთხვევის დეტალებზე და არსებულ კლინიკურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. Ეს ტექნოლოგია ეხმარება ონკოლოგებს უახლესი კვლევისა და საუკეთესო ხელმისაწვდომი ინფორმაციის სინთეზის რთულ პროცესში, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ( რომელიც ყველანაირად მონაცემს თავად გადაამუშვებს) გააუმჯობესონ პაციენტებზე ზრუნვა.

 

ვირტუალური რეალობაა (VR)

VR ქმნის მულტიმგრძნობიარე გამოცდილებას კომპიუტერით გენერირებული სურათების გამოყენებით, რომლებიც გამოჩნდება სპეციალურ, თავზე დასამაგრებელ აღჭურვილობაზე. ჯანდაცვის სფეროში ვირტუალური რეალობა გამოიყენება ქირურგიის სიმულაციის საშუალებით კლინიკის ტრენინგის მხარდასაჭერად. კვლევამ აჩვენა VR-ის დადებითი გავლენა ალკოჰოლდამაოკიდებულების მკურნალობაში, ასევე ქცევითი ჩვევების შეცვლაში ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა წონის მართვა და მოწევის შეწყვეტა. Გარდა ამაისა, VR შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს დეპრესიასთან ბრძოლის საწინააღმდეგოდ.

2015 წლის კონცეფციის მტკიცებულების კვლევამ იმერსიულ VR-ზე აჩვენა, რომ ის ეხმარება ადამიანებს იყვნენ ნაკლებად კრიტიკულები და ჰქონდეთ მეტი თანაგრძნობა საკუთარი თავის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში, შეიძლება დაეხმაროს დეპრესიის შემცირებას.

წყარო: https://www2.deloitte.com/us/en/pages/life-sciences-and-health-care/articles/top-10-health-care-innovations.html 

Previous
Previous

სიახლე თანაგადახდის წილთან დაკავშირებით

Next
Next

სამუშაო შეხვედრა