სამუშაო შეხვედრა ფასწარმოქმნის მეთოდოლოგიაზე
21 დეკემბერს ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის ასოციაციას შორის ფასწარმოქმნის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით.
სწორი მეთოდოლოგიის შემუშავება ხელს შეუწყობს მომსახურების ფასისა და საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დადგენილი ტარიფების შესაბამისობას, რაც დადებითად აისახება ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე.