შეხვედრა სამინისტროში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში “ჯანდაცვის ასოციაციის” და სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობას ეხებოდა. მხარეებმა, ცოტა ხნის წინ ამოქმედებულ, თანაგადახდის წილის ზედა ზღვრის დაწესების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სიახლე, პაციენტის მხრიდან, სამედიცინო მომსახურებისთვის გადასახდელი თანხის ოდენობას ამცირებს.
ცვლილების მიხედვით, საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი არის 10%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა; 0-5 წლის ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის - 20%, არაუმეტეს 1000 ლარისა; საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის კი 30%, არაუმეტეს 1500 ლარისა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა, შეხვედრაზე, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, DRG სისტემის ბოლო რამდენიმე თვის ანალიზის შედეგებიც გააცნო.
შეხვედრაზე, საუბარი იყო ასევე სახარჯი მასალების სტანდარტების მნიშვნელობაზეც, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ დააწესა.
#ერთადცვლილებებისთვის