აპრილი - პარკინსონის დაავადების ცნობიერების ამაღლების თვე

აპრილი - პარკინსონის დაავადების ცნობიერების ამაღლების თვეა. 

პარკინსონის დაავადება ნერვული სისტემის პროგრესირებადი დაავადებაა,  რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების დაახლოებით 1%-ში გვხვდება. პარკინსონის დაავადების დროს  ორი ძირითადი ნეიროპათოლოგიური მახასიათებელია: პიგმენტირებული დოფამინერგული ნეირონების დაკარგვა თავის ტვინის შავ ნივთიერებაში და ლუის სხეულების არსებობა.

პარკინსონის დაავადების შემთხვევათა უმრავლესობის ეტიოპათოგენეზი დაკავშირებულია  გენეტიკური და გარემო ფაქტორების კომბინაციასთან, თუმცა, პარკინსონის დაავადების მაპროვოცირებელი გარემო ფაქტორები ჯერჯერობით არაა ცნობილი. გენეტიკური ფაქტორის იდენტიფიცირება ხდება შემთხვევათა 10%-ში და ხელს უწყობს დაავადების ადრეულ ასაკში დაწყებას.

პარკინსონის დაავადების სიმპტომები  განსხვავებულად ვლინდება. ადრეული სიმპტომები იმდენად მსუბუქი შეიძლება იყოს, რომ შეუმჩნეველი დარჩეს. სიმპტომები, როგორც წესი, სხეულის ერთ მხარეს იწყება და ამავე მხარეს უფრო მალე პროგრესირებს.

Previous
Previous

შეხვედრა სამინისტროში

Next
Next

სამუშაო შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან