გზა საერთაშორისო აკრედიტაციისკენ
21 თებერვალს, ჯანდაცვის ასოციაციის ორგანიზებით, წევრი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის კონფერენცია - “გზა საერთაშორისო აკრედიტაციისკენ” ჩატარდა.
კონფერენციას 50-მდე სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი დაესწრო. კლინიკებმა მიიღეს ინფორმაცია მსხვილი საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანოების მუშაობის შესახებ და გაეცნენ,თუ რა გზაა გასავლელი აკრედიტაციის მისაღებად.
კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ: კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის, ამერიკის აკრედიტაციის და გერმანული აკრედიტაციის ორგანოს - თემოსის ხელმძღვანელები.
2025 წლის 1 იანვრიდან, სტაციონარულ და
ამბულატორიულ/დღის სტაციონარს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ევალება, მნიშვნელოვანია აკრედიტაციის მიღების შესახებ სამედიცინო დაწესებულებებს სრული ინფორმაცია ჰქონდეთ და პროცესისთვის მზადება უკვე დაიწყონ.
#ჯანდაცვა #აკრედიტაცია #ჯანდაცვისასოციაცია