შეთანხმება ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) შესახებ

მიღწეულია შეთანხმება ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის ასოციაციას შორის ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირების გამართვისა და სანქციების დაკისრების გადავადების შესახებ.

სამინისტროსთან თანამშრომლობით სისტემის ტექნიკური ხარვეზების ნაწილი შესწორდა, დარჩენილ ხარვეზებზე მუშაობა კი გრძელდება. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, არასწორად/დაგვიანებით ინფორმაციის გადაცემის გამო, სამედიცინო დაწესებულებების საჯარიმო სანქციების დაკისრება 1 ოქტომბრის ნაცვლად, 2022 წლამდე გადაიწევს.

რა არის ელექტრონული ჩანაწერების სისტემა? - ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს პაციენტის დეტალურ ისტორიას- ჰოსპიტალიზაციის ეპიზოდებს და ამბულატორიულ ვიზიტებს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ფინანსური ინფორმაცია, კალკულაციის სახით.საქართველოში ელექტრონული ჩანაწერების სისტემის ფუნქციონირების წესი 2019 წელს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელ ყველა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებას სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას ავალდებულებს.

Previous
Previous

მსჯელობა ჯანდაცვის სფეროს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ

Next
Next

სამედიცინო დაწესებულებები ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად ერთიანდებიან