მსჯელობა ჯანდაცვის სფეროს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ

ჯანდაცვის ასოციაციის წევრები სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობენ.

მათი ხედვით, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული ნებისმიერი ახალი წამოწყება ან ცვლილება უნდა ეფუძნებოდეს სექტორის განვითარების გრძელვადიან მიზანს და ხელს უწყობდეს, როგორც სამედიცინო პერსონალის მოტივირებას, ასევე პაციენტის უზრუნველყოფას ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მომსახურებით.

მომდევნო თვეებში ჯანდაცვის ასოციაცია სახელმწიფოს გაუზიარებს რეკომენდაციებს შემდეგი საკითხების გადასაჭრელად:
1. სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფების ინდექსაცია;
2. საბაზისო ვალდებულებების შესრულება;
3. ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) პორტალის გამართვა;
4. კაპიტაციის საკითხები და სხვა.


სამუშაო შეხვედრა კლინიკა ჯერარსი • Jerarsi Clinic ში ჯანდაცვის ექსპერტის დავით გზირიშვილის ფასილიტაციით მიმდინარეობდა.

შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა დავით გზირიშვილი, ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტი

Previous
Previous

ტარიფები გადახედვას საჭიროებს

Next
Next

შეთანხმება ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) შესახებ