ტარიფები გადახედვას საჭიროებს
„ჯანდაცვის ასოციაციაში“ გაწევრიანებული კლინიკები ჯანდაცვის სამინისტროსგან საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დადგენილი ტარიფების გადახედვას ითხოვენ.
“კლინიკებმა ტარიფები 2013 წელს დაადგინეს და მას შემდეგ ლარი მნიშვნელოვნადაა გაუფასურებული, ყველანაირი სახარჯი მასალა გაძვირებულია. შესაბამისად, ამ ტარიფებით ოპერირება კლინიკებისთვის უკვე შეუძლებელია. ვითხოვთ, რომ დროულად შეგვხვდეს ჯანდაცვის მინისტრი, რათა დარგის წარმომადგენლების ჩართულობით გადაწყდეს ეს საკითხი და წლების წინ დადგენილი ტარიფები გადაიხედოს ”