შეხვედრა მსოფლიო ბანკში

15 ნოემბერს, საქართველოს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ოფისში, ჯანდაცვის ასოციაციის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ჯანდაცვის სფეროში მოქმედი ახალი რეგულაციები, პირველადი ჯანდაცვის და ახალი დაფინანსების მეთოდის -დრჯ-ის გამოწვევები.  მხარეებმა ასევე ისაუბრეს პალიატიური მზრუნველობის და ექთნის პროფესიის განვითარების საჭიროებაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები:
1. რეხა მენონი - პრაქტიკის მენეჯერი ჯანმრთელობის, კვებისა და მოსახლეობისთვის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში
2. ქრისტინე ლაო პენა - სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს ჯანდაცვის სექტორისთვის, უფროსი ეკონომისტი
3. ნინო მოროშკინა - ადამიანური რესურსების განვითარების უფროსი სპეციალისტი.

Previous
Previous

სამუშაო შეხვედრა

Next
Next

გაეროს ასოციაციის კონფერენცია