გაეროს ასოციაციის კონფერენცია

თბილისში საქართველოს გაეროს ასოციაციისა და გაეროს ასოციაციის მსოფლიო ფედერაციის (WFUNA) საერთო კონფერენცია „The Partnership for Impact Tbilisi Conference: from Blueprints to Breakthroughs“ მიმდინარეობს. კონფერენციის მთავარი მიზანია ხაზი გაუსვას კერძო და არასამთავორობო სექტორის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას ეროვნულ დონეზე.

კონფერენციის ფარგლებში პანელური დისკუსიის "Access to Healthcare for Vulnerable Groups: Promising International Practice and Private Sector Medical Outlook" მოდერატორი იყო საქართველოს ჯანდაცვის ასოციაციის დირექტორი, ნინო კიკნაძე.

მომხსენებლებმა განიხილეს საქართველოში მოწყვლადი ჯგუფებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზები, მსოფლიოს ქვეყნების მაგალითების გამოყენებით. ასევე, ხაზი გაესვა კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის აუცილებლობას ჯანდაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

პანელის მომხსენებლები იყვნენ ჯანდაცვის ასოციაციის წევრები:

გიორგი ამბროლიანი, სათემო კლინიკების დეპარტამენტის უფროსი EVEX-ის კლინიკაში;

ნინო მირზიკაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

ირაკლი მირზიკაშვილი, EKIMO-ს აღმასრულებელი დირექტორი;

მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი, ჯეო ჰოსპიტალის წარმომადგენელი.

Previous
Previous

შეხვედრა მსოფლიო ბანკში

Next
Next

შეხვედრა შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოების ნორმებზე