შეხვედრა მსოფლიო ბანკში

19 მაისს, მსოფლიო ბანკში ჯანდაცვის ასოციაციის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც ჯანდაცვის სფეროს გამოწვევების და დაფინანსების მოდელის - დრჯ სისტემის განხილვა იყო.

შეხვედრაზე საუბარი იყო ჯანდაცვის პოლიტიკაზე, სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების მოდელზე  -დრჯ-ის იმპლემენტაციაზე  და სამედიცინო დაწესებულებების, როგორც მთავარი მოთამაშის როლზე ჯანდაცვის სექტორის განვითარებისთვის. ~

შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის ასოციაციის დირექტორი, ასოციაციის წევრი კლინიკების წარმომადგენლები, მსოფლიო ბანკიდან კრისტინე ლაო პენა- ადამიანური განვითარების უფროსი ეკონომისტი და ნინო მოროშკინა - ადამიანური განვითარების უფროსი სპეციალისტი, ასევე ნათია მშვიდობაძე ფინანასთა სამინისტროს წარმომადგენელი.

Previous
Previous

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია

Next
Next

სამუშაო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში