სამუშაო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

 17 მაისს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში “ჯანდაცვის ასოციაციის” და სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობას და დაგროვილი შემთხვევების განხილვას ეხებოდა.

მინისტრის ბრძანებით № MOH 4 23 00000180 (17.05/2023) გაიზარდა დაფინანსება იმ რიგ კოდებზე, რომელიც პრობლემატური იყო დრჯ-ის ფარგლებში და რომლის დაფინანსების გაზრდის მოთხოვნით "ჯანდაცვის ასოციაცია" ბოლო თვეებია აქტიურად მუშაობას და თანამშრომლობს სამინისტროსთან.

შეხვედრაზე ასოციაციის მხრიდან საუბარი იყო ასევე სამედიცინო დაწესებულებებისთვის სანქციების შეფარდების შემსუბუქებაზე, რომელიც წესდება ჰოსპიტალიზაციის სქემაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებების მიერ, აქტიური სამედიცინო და კვლევით-ლაბორატორიული სერვისის მიწოდების პერიოდში, შესაბამისი დიაგნოზის მქონე პაციენტის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში.

Previous
Previous

შეხვედრა მსოფლიო ბანკში

Next
Next

კლინიკების აკრედიტაციის პროცესი