პაციენტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს სხდომა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, პაციენტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო შეიქმნა.

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, საბჭოში ჯანდაცვის ასოციაციას გიორგი რამიშვილი, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორი წარმოადგენს.

18 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტროში საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა პაციენტის უსაფრთხოების კუთხით, სახელმწიფო პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით სამომავლო ხედვაზე ისაუბრეს.

Previous
Previous

ჯანდაცვის ასოციაციის და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შეხვედრა

Next
Next

გასვლითი შეხვედრა