ჯანდაცვის ასოციაციის და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შეხვედრა
27 სექტემბერს, "ჯანდაცვის ასოციაციის" და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი, ბ-ნ ირაკლი მხეიძე.
მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე პროცესებზე, რომელიც სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს ეხება.