ჯანდაცვის ასოციაციის დამფუძნებელთა შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროსთან
19 პრილს, ჯანდაცვის ასოციაციის დამფუძნებელთა შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან, ბ-ნ ილია ღუდუშაურთან და ქ-ნ თამარ გაბუნიასთან.
შეხვედრაზე მსჯელობა იყი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
- 520 დადგენილების ინტენსიური და რეანიმაციული კოდების ანალიზი;
- კოვიდის მართვის ტარიფები;
- დრჯ სიატემის დანერგვა და კოდების დაჯგუფების პრინციპი:
- კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის არ გავრცელება კლინიკების აფთიაქებისთვის.
მოგეხსენებათ, ჯანდაცვის ასოციაცია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს სახელმწიფო უწყებებთან და სამუშაო პროცესში, მიმდინარე საკითხების გადაჭრის გზების განხილვა უმეტესად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ხდება.
შემოგვიერთდით
#ერთადცვლილებებისთვის