დაგეგმილი ცვლილებები ჯანდაცვის სისტემაში
ჯანდაცვის ასოციაცია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს სახელმწიფო უწყებებთან და სამუშაო პროცესში, მიმდინარე საკითხების გადაჭრის გზების განხილვა უმეტესად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ხდება.
5 აპრილს ასოციაციის წარმომადგენლების და მინისტრის მოადგილეების ბ-ნ ილია ღუდუშაურის და ქ.ნ თამარ გაბუნიას შორის სამუშაო შეხვედრის შემდეგ, გამოიკვეთა ძირითადი საკითხები, რომლებსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მომდევნო 3,4 თვის განმავლობაში გეგმავს. კერძოდ:
ცვლილება სასწრაფო დახმარების მიერ პაციენტთა განაწილების პროცესში
მზადდება აპლიკაცია, რომლითაც გამჭვირვალედ უნდა იმართოს პაციენტის გადაყვანის პროცესი.საავადმყოფოების დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების /DRG სისტემაზე გადასვლა
მომდევნო 3 თვის მანძილზე, სამინისტრო გეგმავს DRG დაფინანსების მეთოდზე გადასვლას, შესაბამისად გაუქმდება ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის /EHR სისტემა.დრჯ კოდი
კოდის განფასების საკითხზე მუშაობა გაგრძელდება სამინისტროსთან, რათა კოდების დაჯგუფების დროს, მზად იყოს განფასების ნაწილი.კოვიდის ტარიფები
მუშავდება ტარიფები რის მიხედვითაც, სამინისტრო, სამედიცინო დაწესებულებას, კოვიდ პაციენტისთვის გაწეულ მომსახურებას აუნაზღაურებს.
საყოველთო ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის სპეციალური ელექტრონული პროგრამა
,,პორტალი'' იქნება გახსნილი, თუმცა დაწესდება თანხის ზედა ზღვარი, რის ზევითაც არ აიტვირთება ესა თუ ის სერვისი.
#ერთადცვლილებებისთვის
შემოგვიერთდით!