ჯანდაცვის ასოციაციის ახალი წევრი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ ჯანდაცვის ასოციაციის ახალი წევრია
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU ოფიციალურად შემოუერთდა ჯანდაცვის ასოციაციას, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია როგორც სტუდენტებისთვის, ისე ჯანდაცვის სექტორისთვის. 

ჯანდაცვის ასოციაციისა და სეუს პარტნიორობა მოიცავს კვლევითი პროექტების ერთობლივ დაგეგმვასა და განხორციელებას. ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთვება ჯანდაცვის სფეროს განვითარების პროცესში, ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას. 

„ჯანდაცვის ასოციაციასა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუს შორის თანამშრომლობა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობებს როგორც აკადემიური, ისე პროფესიული განვითარებისთვის. ერთობლივი მუშაობა ხელს შეუწყობს კვლევებისა და ტრენინგების განხორციელებას, ინოვაციების დანერგვას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავლენას მოახდენს როგორც სტუდენტების მომავალზე, ისე ჯანდაცვის სფეროს განვითარებაზე.“ - ამბობს ნინო ელისაბედაშვილი, რექტორის მოადგილე მედიცინის მიმართულებით და რეზიდენტურის სამსახურის ხელმძღვანელი. 

Whatever it is, the way you tell your story online can make all the difference.

Next
Next

ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები: მეტი არჩევანი და გამარტივებული პროცედურები