ტრენინგი „დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების სისტემის მიმოხილვა
⚪ ჯანდაცვის ასოციაციის ორგანიზებით ასოციაციის წევრი კლინიკების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგი „დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების სისტემის მიმოხილვა.
ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
- რა არის დრჯ სისტემა და როგორ მუშაობს ის სხვა ქვეყნებში;
- Nordic DRG (საქართველოში ამოქმედებული დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მიხედვით დაფინანსების მოდელის ჩარჩო/საფუძველი) ლოგიკის ძირითადი მახასიათებლები;
- კლინიკური კოდირების ძირითადი ხარვეზები და მათი აღმოფხვრის გზები;
- დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მიხედვით დაფინანსების მოდელის ამოქმედებასთან დაკავშირებული ძირითადი საკანონმდებლო ცვლილებები;
- DRG დაფინანსების ფარგლებში ხარჯებისა და ხარისხის კონტროლის მეთოდების გამოყენება სამედიცინო დაწესებულებებში/საავადმყოფოებში;
- კოდირების ხარისხის და შემთხვევების ხარჯების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია.
ტრენინგს უძღვებოდნენ აკაკი ზოიძე და მაია ხომერიკი.
#ერთადცვლილებებისთვის