განცხადება

ჯანდაცვის ასოციაციის მოთხოვნა დრჯ-ს დანერგვის გადადება არ ყოფილა.

ვეხმიანებით ჯანდაცვის მინისტრის მიერ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (დრჯ) დანერგვასთან დაკავშირებით მოამბის ეთერში გაკეთებულ განცხადებას,  სადაც მინისტრმა დიარჯის დანერგვის გადავადების მიზეზად კლინიკების მოუმზადებლობა დაასახელა და ამის საფუძვლად ჯანდაცვის ასოციაციის მიერ სამინისტროსათვის გაგზავნილი წერილი ახსენა.

ასოციაცია მიესალმება დრჯ სისტემის სწორად დანერგვას დამეტიც, დღევანდელი არაადეკვატური ტარიფების პირობებში, მოუთმენლად ველით სამართლიანი დაფინანსების მოდელზე გადასვლას.

ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს დიაგნოზს შეჭიდული ჯგუფების დანერგვის გეგმა სამინისტრომ პირველად 21 სექტემბერს გააცნო, ყოველგვარი წინასწარი განხილვისა და კლინიკების ჩართულობის გარეშე. გარდა ამისა, არც შეხვედრამდე და არც შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს არ გაუზიარებია არანაირი ოფიციალური დოკუმენტი ან აღწერა დრჯ პროცესის დანერგვასთან დაკავშირებით. 

სამინისტროს გეგმის ზეპირსიტყვიერად გაცნობის შემდეგ, ჯანდაცვის ასოციაციის სახელით კლინიკებმა სამინისტროს ტექნიკური და პრობლემატური საკითხების ჩამონათვალი მიაწოდეს, რომელთა გადაჭრის გარეშე დრჯს კლინიკებში ეფექტურად ვერ იფუნქციონირებს. ამ საკითხების გადაჭრა კი, უპირველეს ყოვლისა ჯანდაცვის სამინისტროს მოვალეობაა და არა კლინიკების.

იმედი გვაქვს, მინისტრის ჩართულობა უზრუნველყოფს დრჯ-ს დანერგვასთან დაკავშირებული საკითხების დროულად გადაჭრას სამინისტროს მხრიდან.

Previous
Previous

DRG - დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფი

Next
Next

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2022 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ