სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლების შეხვედრა ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან
25 მარტს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, საავადმყოფოების წარმომადგენლებთან შეხვედრა -„ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“ გამართა.
შეხვედრას უძღვებოდნენ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნ ზაზა ლომინაძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბ-ნ მიხეილ სარჯველაძე.
შეხვედრის ძირითად საკითხს წარმოადგენდა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის განხილვა.
შეხვედრაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სფეროს წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა და განაცხადა,რომ მუდმივად ექნება თანამშრომლობა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან.