ჯანდაცვის საერთაშორისო კონფერენცია "პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება" გაიმართა

22-23 ივლისს გაიმართა ჯანდაცვის საერთაშორისო კონფერენცია "პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება".

კონფერენციის თანაორგანიზატორები იყვნენ: ჯანდაცვის ასოციაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანდაცვის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „Vmarsh Healthcare“ და ლინეაჰელსქეარ გრუპი.

სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს და დარგში მომუშავე სპეციალისტებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია საერთაშორისო ექსპერტებისგან და დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები. ღონისძიებაზე გაიმართა რამდენიმე მნიშვნელოვანი სესია, რომლის ფარგლებშიც განიხილეს შემდეგი თემები:

  • მართვა, ლიდერობა და ხარისხის მართვა

  • პაციენტთა უსაფრთხოება

  • განათლება და რესურსები

  • ხარისხის მართვის სისტემები და მონაცემები

კონფერენციაზე საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყვნენ:

  • ბიოქიფარმი

  • გეფა

  • Signify

  • BLC law office

  • NGT Group LTD

ჯანდაცვის ასოციაციის სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა პარტნიორ კომპანიას, მოწვეულ სპიკერებს და დამსწრე საზოგადოებას.

Previous
Previous

ჯანდაცვის ასოციაციის წევრები შეხვდნენ მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს

Next
Next

ჯანდაცვის ასოციაციის სამუშაო შეხვედრა