ჯანდაცვის ასოციაციის სასწავლო ვიზიტი სამხრეთ კორეაში

21-26 ოქტომბერს, ჯანდაცვის ასოციაციის წევრი კლინიკები, სასწავლო ვიზიტით კორეაში, ქალაქ სეულის სამედიცინო დაწესებულებებს და სახელმწიფო სტრუქტურებს ეწვივნენ.

შეხვედრები გაიმართა მიონჯის კლინიკაში, ასანის სამედიცინო ცენტრში, სეულის ბავშვთა საავადმყოფოში, სამსუნგის ჰოსპიტალში და პირველადი ჯანდაცვის კლინიკაში.

შეხვედრა გაიმართა ასევე სახელმწიფო ორ მარეგულირებელ ორგანოსთან, რომლებიც კლინიკებისთვის ტარიფს საზღვრავენ.

კორეის ჯანდაცვის სისტემაში სამედიცინო დაწესებულებების 85 პროცენტი კერძოა, დაფინანსების მეთოდი არის დრჯ , დრჯ პლიუსი და სერვისის ტარიფზე დაფუძნებული ანაზღაურება.

მოქმედებს უნივერსალური დაზღვევა, რომელსაც მართავს ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული სამსახური (NHIS).

NHIS მოიცავს თითქმის მთელ მოსახლეობას (97%) და ასევე დაბალი შემოსავლის მქონე პირებს, რომელთა რიცხვიც 3%-ს შეადგენს.

Previous
Previous

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა თემატური მოკვლევის ფარგლებში მოსმენა გამართა

Next
Next

ვარდისფერი ოქტომბერი - ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვე